- ჯოხი
- ხელსაჭერად გათლილი ხე, ლერწამი და მისთანანი, палица, палка, палочка. სახენი ამისნი არიან: ფაენი ანუ სკიპტრა ჯოხი სამეფო და თოფუზი სპარსეთის მეფეთა; არგანი მომსხო საბრჯენი კაცთა, მოხუცთა და უძლურთა, გინა სამღუდელოთა საჭერი ხარისხისაებრ მათისა; კვერთხი უწურილესი მისი, ამგვარადვე სახმარი და ზოგჯერ საგვემელი შემცოდეთა; სახრე კუალად უწვრილესი, მოქნილი და მდრეკი, გასარეკად ხვასტაგთა და ოდესმე კაცთაცა საგვემლად სახმარი; წკეპლა სრულიად წვრილი ხელსაჭერი სათამაშოდ, ან საგვემელი ბავშთა; ყავარჯენი თავჯვარედინი ან მოკავებული, დასაბრჯენი იღლიათა ქვეშე დაშავებულთა კაცთათჳს; კომბალი თავმსხვილი და მოდრეკილი მანდატურთა და ბაზიერთ საჭერი; გოგუთი ამგუარივე თავმრგუალი; ტორი, ქაჩაბური და ჩომახტური მეცხვარეთ ჯოხი დიდი და გრძელი მხეცთა შესატევად; კეტი ტორის მსგავსი ასაწევად რისამე და აზარმაცი უმსხოსი მისი; ტაფელა რიკთა ან ჩილიკთა სამღერელი ჯოხი და სხარტული სანადირო წურილთა მფრინველთა და საკუთრად მწყერთა.
Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.